Friday, July 10, 2015

კურსის რეფლექსია

პროექტებით სწავლება-ეს პროექტი სულ ცხრადღიანი იყო.კოლოსალური მუშაობა გავწიეტ იმისათვის, რომ საფუძვლიანად გაგვეგო, თუ რას მოგვიტანს სწავლების ეს მეთოდი ჩვენს კლასეში. ბავშვებს განუვითარდებათ შემოქმედებითობის უნარი, თანაშრომლობის უნარი.სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობას, განუვითარდებათ პასუხიმგებლობის უნარი,სწავლობს უფროსებთან, კერძოდ მშობლებთან ურთიერთობას.საერთო ჯამში მათ პროექტებით სწავლება უვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.აუცილებლად გავაკეთებ წელიწადში ერთ პროექტს. ვიცი რომ ამ ას ბავშვები დიდი ხალისით გააკეთებენ. შევქმნი აუცილებლად პროექტის პორტფოლიოს სადაც მექნება ამ მეთოდით აკინძული პროექტი.
დიდი მადლობა ტრენერს- ქალბატონ ნათია ცინცაძეს.

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგი სულ ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,კოლოსალური სამუშაო გავწიეთ იმისათვის,რომ საფუძვლიანად გაგვეგო პროექტებით სწავლების პრინციპი.ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა.ეს ტრენინგები დამეხმარება ჩემი მუშაობა უფრო პროდუქტიული გავხადო.დიდი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ნათია ცინცაძეს ამისათვის.
პროეტებით სწავლება მნივნელოვანია მოსწავლეებისათვის. ამ მეთოდით სწავლება მათ უნვითარებთ 21-ე საუკუნის უნარებს. რაც აუცილებელია მათი შემდგომი ცხოვრებისათვის. პირადად ჩემთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ  რომ ის მოსწავლეებს ასწავლის სოციუმთან ურთიერთობას.

Thursday, July 9, 2015

მეცხრე დღე

 დღეს საინტერესო ტრენინგი იყო,დასასრულის წინა დღეა ე.ი.,, ბედნიერი დღე"
დღეს ვისწავლეტ დიფერენცირებული სწავლების აქტივობები და ფასილიტაცია ( ჯგუფების შექმნა,  აქტივობები დასაწყვილებლად)


Sunday, July 5, 2015

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და სლაიდ შოუ დავდევით ჩვენს ბლოგზე.ნაყოფიერი დღე იყო.

Tuesday, June 30, 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო.ვისწავლეთ პროექტების პრეზენტაცია, დასურათება,ხმის დადება.ავტომატურად ხმის გადასვლა ერთი სლაიდიდან მეორეზე.შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები

Monday, June 29, 2015

მეხუთე დღე

გადაუდებელი პრობლემის გამო სასწრაფოდ მომიხდა ტრენინგის დატოვება,ამიტომ ვერ მოვახერხე მეხუთე დღის პოსტის დაწერა.
საინტერესო ტრენინგი ჩატარდა,მესამე მოდულის საკითხები ყველა ჩვენთვის აუცილებელი იყო.საინტერესო იყო საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
თავს ვალდებულად ვთვლი მადლობა ვუთხრა ტრენერს,რომელმაც გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა და დროზე ადრე გამანთავისუფლა ტრენინგიდან.

Wednesday, June 24, 2015

მეოთხე დღე

დღეს  ჩვენ შევისწავლეთ  მოსჭავლეთა საჭიროების გამოსავლენი ინსთრუმენტები, შეფასების სტრატეგიები. (ვენის დიაგრამა,გონებრივი იერიში.....)

Monday, June 22, 2015

მესამე დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლეთ:1.სტანდარტების განსაზღვ.რა სასწავლო პროექტებში.
2.მიზნების შემუშავება
3.მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების განხილვა.
ამ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობა საინტერესო იყო.

Sunday, June 21, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ვესწრები ,,პროექტებით სწავლების '' ტრენინგს,ის ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა,რადგან შევხვდი დიდი ხნის უნახავ კურსელებს.სასიამოვნოა ისიც რომ ტრენინგს ატარებს ჩემი ყოფილი კურსელი.

ამ ორ  დღეში გავეცანი ინტელის საგანმანათლებლო კურსს,გზამკვლევის გამოყენებას, გავიგეთ როგორ იქმნება ბუკლეტი,გაზეთი.

გავხსენი საკუთარი ბლოგი.გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები პროექტებთან დაკავშირებით.